Saturday, October 14, 2017

მეცხრე დღე

დღეს ცვლილებები შევიტანეთ საქაღალდეში. გავაკეთე ჩემს  მიერ  შექმნილი პროექტის წარდგენა და მოვუსმინე კოლეგების პრეზენტაციებს.

Sunday, October 8, 2017

მერვე დღე

დრევანდელი ტრენინგის თემა იყო დიფერენცირებული სწავლების გამოყენება პროექტში. დავასრულეთ გეგმის შაბლონის შევსება. გაკეთებული პორთფოლიო ავტვირთეთ ბლოგზე.
"შემოსულა შემოდგომა თავის ფარჩებიანა"

Saturday, October 7, 2017

მეშვიდე დღე

დღევანდელი მოდულის თემა იყო შეფასება.განვიხილეთ ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის შეფასების რესურსები. გამოვიყენეთ აქტივობა: დაწყვილდი, დაფიქრდი, გაუზიარე.შევუფასე მეწყვილის ნამუშევარი და გავუზიარეთ ერთმანეთს მიღებული შთაბეჭდილებები.

Sunday, October 1, 2017

მეექვსე დღე

დღეს მოვირგეთ მოსწავლის როლი, შევქმენით ელექტრონული გაზეთი. გავაკეთეთ ლინკების დაკოპირება ინტერნეტიდან დაშევინახეთ საავტორო უფლებების საქაღალდეში.
სამუშაო დღის ბოლოს შევასრულეთ სამუშაო "დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე" შევაფასეთ კოლეგის სასწავლო პროექტი და კომენტარი გავაკეთე მის ბლოგზე.

Saturday, September 30, 2017

მეხუთე დღე

დღევანდელ დღეს დეტალურად განვიხილეთ შეფასების მოკლე მონახაზი, წინარე ცოდნისა და სასწავლო პროცედურების გაწერა. ასევე მოვახდინეთ პრეზენტაციაში ჩასწორება.

Wednesday, September 13, 2017

მეოთხე დღე

დღეს შევისწავლეთ პროექტის მსვლელობის ეტაპები.დეტალურად განვიხილეთ პროექტის დასაწყისის, მსვლელობისა და დასრულებისათვის საჭირო მეთოდები. დავაკონკრეტეთ თემატური და შინაარსობრივი კითხვები, რომლებიც დაგვეხმარება მოსწავლის მაღალ სააზროვნო უნარებზე .

Tuesday, September 12, 2017

მესამე დღე

დღეს შევისწავლეთ სასწავლო პროექტის გეგმის შედგენა. მოვარგეთ სტანდარტი შერჩეულ თემას. განვსაზღვერეთ მთავარი მიმართულებების მომცემი კითხვების ფორმულირება.